English / ქართული / русский /
ქეთევან კინწმარიშვილი
ტექნოლოგიური ინოვაციები ჯანდაცვაში

ანოტაცია. ჯანდაცვის სფეროში ინოვაცია ტექნოლოგიურად ითვლება, თუ სამედიცინო მომსა¬ხურების გაწევის მეთოდები პრინციპულად ახა¬ლი და ტექნოლოგიური თვალსაზრისით გაუმჯობესე¬ბულია. სპეციალის¬ტე¬ბი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ მაღალ¬ტექ¬ნოლო¬გი¬ური სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობასა და ეფექტურობას. სწორედ მაღალტექნო-ლოგიური სამედიცინო დახმარება უზრუნველყოფს ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. ჯანდაცვისა და განათლების სისტემების განვითარების დონე ინდიკატორის როლს ასრულებს ქვეყანაში პროგრესული სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებებისთვის. ჯან¬დაცვა და განა¬თლება არის ქვეყნის ეკონომიკის ორი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი, ადამიანთა ცხოვრების ხარისხის განმსაზღვრელი, ისინი ქმნიან პირობებს ადამიანთა საზოგადოების ფორმირებისა და განვითარებისთვის.

საკვანძო სიტყვები: ინოვაციური რესურსები. სამედიცინო-ფარმაცევტული ინოვაცია. სამედიცინო-ტექნოლოგიური ინოვაცია.

შესავალი

სოციალურ სფეროში ინოვაციები მიმართულია საზოგადოების საჭიროებებთან მიმდინარე პროცესების შესაბამისობაში მოყვანის¬კენ და თითოეული წევრის ინტერე¬სების დაცვაზე. სოციალურ სფეროში ინოვაციების რეალიზებას უზრუნველყოფს სახელ¬მწიფო, საზოგა¬დოებრივი და კომერციული ორგანიზაციები, მოქალაქეები. სახელმწიფო სტრუქტურებში ინოვაციები ნაწილდება ეროვნულ, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეებს შორის. სოციალურ სფეროში სახელმწიფოს ინოვაციის რეალიზების ძირითადი მექა¬ნი¬ზ¬მი არის სახელმწიფო საინოვაციო პოლიტიკა, რომელიც ამ სფეროს სახელმ¬წიფო რეგულირების პროცესს წარმოადგენს. ფაქტობრივად სოციალური პოლიტიკა წარ¬მოადგენს სოციალური პროცესების რეგულირების დადგენილი წესების კრებულს. სოცია¬ლური ინოვა¬ციები შეიძლება იყოს ნივთიერი (საგნობრივი), ორგანიზაციული და კულ¬ტუ¬რული. საზოგადოებაზე გავლენის მოხდენის დონის მიხე¬დვ¬ით ასხვავებენ სახელმ¬წიფო, რეგიონულ, ადგილობრივ და ლოკა¬ლურ ინოვაციებს. საორგანიზაციო და კულტურული ინოვაციები ყველა დონეზე ერთნაირი ხარისხით გვხვდება, ხოლო ნივ¬თიერი ძირითადად _ ლოკალურსა და ადგი¬ლობრივ დონეებზე.
ჯანდაცვის სფეროში სამეცნიერო კვლევები მიმართულია სამე¬დი¬ცინო დაწესე-ბულებების პრაქტიკაში ახალი სამედიცინო პრეპა¬რა¬ტების, საინფორმაციო და სხვა ახალი სამედიცინო ტექნოლო¬გიების დანერგვისკენ. ქვეყანაში ფართოვდება დაწე¬სე-ბუ¬ლე¬¬ბათა ქსელი, რომელშიც მაღალტექნოლოგიურ, ძალიან ძვირად¬ღი¬რე¬ბულ დახმარებას უწევენ პაციენტებს. აგრეთვე შენდება ახალი მაღალტექნოლოგიური ცენტრები.

* * *

საქართველოს ჯანდაცვის განვითარების კონცეფცია შემდეგ ამო¬ცანებს უყენებს ჯან¬დაცვის სისტემას : 

 ქვეყნის მოსახლეობისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანე¬რ¬გად პირობების, საშუალებებისა და მოტივაციის შექმნა;
 სამედიცინო დახმარების ორგანიზების თანამედროვე სის¬ტემაზე გადასვლა;
 მოქალაქეებისათვის უფასო სამედიცინო დახმარების გაწევის სახელმწიფო გარან¬ტიების დაკონკრეტება;
 სახელმწიფო გარანტიების პროგრამის ფინანსური რესუ¬რსების მართვის ეფექტური მოდელის შექმნა;
 ამბულატორიულ პირობებში მოსახლეობის წამლებით უზრუნ¬ველ¬ყოფის გაუმჯო¬ბესება საყოველთაო-სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სისტემის ფარგ¬ლებში;
 სამედიცინო პერსონალის კვალიფკაციის ამაღლება და მათი ხარისხიანი მუშაო¬ბისთვის მოტივაციის სისტემის შექმნა;
 მედიცინის მეცნიერების;
 ჯანდაცვის ინფორმატიზაცია.
"სოციალური სფერო"-ს ცნებას მჭიდროდ უკავშირდება საზო¬გა¬დო¬ებრივი მნიშვნე¬ლობის ისეთი კატეგორიები, როგორიცაა ჯან¬და¬ცვა, განათლება, დასაქმება, ეკოლოგია, კულტურა და სხვა, რომლებიც განსაზღვრავს საზოგადოების ჯანმრთელობასა და მის ეკონო¬მი¬კურ მდგომარეობას.
ტექნოლოგიური ინოვაციები ჯანდაცვის სფეროში შეიძლება დავყოთ შემდეგ ქვეჯგუ-ფებად:
 სამედიცინო ტექნოლოგიური ინოვაციები, რომლებიც უკავ¬შირ¬დება პროფილაქ¬ტიკის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის კუთ¬ხით ახალი მეთოდების წარმო¬შობას, უკვე არსებული დანადგარებისა და პრეპარატების ბაზაზე ან მათი ახალი კომბინაციების გამოყენებით;
 ორგანიზაციული ინოვაციები, რომლებიც ჯანდაცვის სისტე¬მ¬ის საქმიანობის ეფექტურ რესტრუქტურიზაციას ახდენენ, სრულყოფენ პერსონალის შრომის ორგანიზაციისა და მართვის ორგანიზაციული სტრუქტურების მუშაობას;
 ეკონომიკური ინოვაციები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჯანდაცვის დაწესებულე¬ბების საქმიანობის ანალიზის, დაგეგმვის, დაფინანსების, სტიმულირების თანამედროვე მეთოდების დანერგვას;
 საინფორმაციო-ტექნოლოგიური ინოვაციები, რომლებიც მიმა¬რ¬თულია მოცემულ დარგში ინფორმაციის ნაკადების შეგროვების, დამუშავებისა და ანალიზის პროცესების ავტომატიზაციაზე;
 სამედიცინო-ფარმაცევტული, სამედიცინო-ტექნიკური ინოვა¬ციე¬ბი, რომლებიც გულის¬ხ¬მობს ახალი მედიკამენტების (ტექნიკური სისტემების) გამოყენებას, რომლებიც კონკუ¬რენტუნარიანი იქნება ფასისა და სამედიცინო ეფექტურობის ძირითადი პარამეტრების ხაზით.
სულ უფრო გამოყენებადი და მოთხოვნადი ხდება ბიოტექ¬ნო¬ლოგიები, მნიშვნე¬ლოვნად განვითარდა უჯრედული, გენოინჟინ¬რული, ქსოვილისა და იმუნობიოლო¬გიური ტექნოლო¬გიები. აქტიუ¬რად მუშაობენ თერაპევტული კლონირების მეთოდებზეც. ვითარ¬დება მედიკამენ¬ტების ადრესულ მისამართზე მიტანის ტექნო¬ლო¬გიები. ინერგება კიბერ¬ნეტიკული სარეაბილი¬ტაციო სისტემები და ნეიროკომპიუტერული ინტერფეისები. ყოვე¬ლივე ეს სახეს უცვლის მედიცინას, აფართოებს მის შესაძლებლობებს, პერსონიფი¬ცი¬¬რე¬ბულს და ეფექტურს ხდის მას. სწორედ ამიტომ ჯანდაცვის წინაშე დგას მოდერ¬ნიზა¬ციისა და ინოვაციური ცვლილებების გატარების ამოცანა, რაც შეუძლებელია ბიოსამედიცინო ტექნოლო¬გი-ე¬ბის განვითარებისა და დანერგვის გარეშე. ბიოსამედიცინო სფეროში ინოვა¬ციების სტიმულირებისა და მართვის ეფექტური მექანიზმების დანერგვა ჯანდაცვის სისტემის დაჩქარებული ტემპებით განვითა¬რებას ხდის შესაძლებლად, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას შეუწყობს ხელს.
ჯანდაცვის სფეროში პრიორიტეტული ეროვნული პროექტის ფარგლებში ტარდება კონკუ¬რსები და ტენდერები, რაც მიზნად ისახავს ინოვაციური ტექნოლოგიების გამო¬ყე¬ნებას პირ¬ველად სამედიცინო რგოლში. ტექნოლოგიური ინოვაციები გათვალისწი¬ნებულია სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის სტრატეგიულ გეგმებშიც.
ამის ნათელი მაგალითია კარდი¬ოქი¬¬რურგია, გულის იშემიური დაავადებების ოპერა¬ციული მკურნა¬ლობა, რაც განპირობებულია აღნიშნული პრობლემის სოციალურ-ეკონომიკური მნიშვ¬ნელობით. მაღალტექნოლოგიური დახმარების მაგალითებია: კორონარული შუნტირება, ტრანსლუმინალური ინიოპ¬ლასტიკა და სხვა.
გულ-სისხლძარღვოვანი ქირურგიის ცენტრებში დიდი მუშაობა ტარდება ახალი სამე¬დიცინო ტექნოლოგიების ეფექტურობის შესა¬ფა¬სებლად, რისთვისაც გროვდება ამ ტექნო¬ლო¬გიების გამოყენების შედეგების შესახებ არსებული ინფორმაციები.
ინოვაციური ტექნოლოგიების უშუალო დანერგვის პროცესს სამედიცინო დაწესებუ¬ლებაში წინ უძღვის დამუშავების პროცესი და მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება. დამუშავების ალგორითმი და გადაწყვეტილება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ წარმოდგენილია ნახაზზე 1.

 

  ნახაზი 1. ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და დამუშავების ალგორითმი.

"ა" ჴ ეტაპზე ხდება ახალი სამედიცინო მომსახურების შესწავლა და კლასიფიკაცია საერთაშორისო ხარისხის კლინიკური კვლევების სისტემური ანალიზის საფუძ¬ველზე. სისტე¬მური ანალიზის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ მმართვე¬ლობითი გადაწ¬ყვეტილება შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ არ იყოს მხოლოდ ეკონომი¬კური მოსაზრებებით განპირობებული. ანალიტიკური გამოკვლევები ("ა") შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
1. საერთაშორისო კვლევების მონაცემთა ანალიზი.
2. ინფორმაციის მოძიება.
3. ინფორმაციის შეგროვება.
4. ინფორმაციის დამუშავება.
5. ინფორმაციის ანალიზი.
6. ახალი ტექნოლოგიის დახასიათება: ეფექტის ანალიზი (სარგებლისა და რისკების თანაფარდობა). ეფექტიანობის შეფასება (ღირებულებისა და ეფექტის შეფარდება).
სამომხმარებლო ბაზრის შეფასება ("ბ") მოიცავს:
1. დემოგრაფიული სიტუაციის შეფასებას (ეპიდემოლოგიური მონაცემები ჴ სიკვდი¬ლიანობა და ავადობა).
2. მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლას.
3. პაციენტთა სურვილის და თანამშრომლობისთვის მზაობას.
4. სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის შესწავლას (გეოგრაფიულის, ფინან¬სურის).
შემდეგი ეტაპზე ("გ") ხდება საპილოტე პროექტის რეალიზების შესაძლებლობის შეფა¬სება, კერძოდ:
1. მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დახასიათება.
2. პერსონალით უზრუნველყოფის შეფასება (საკადრო შემადგენლობა და კვალიფი¬კაცია).
3. პროექტის რეალიზებისთვის საჭირო ფინანსური ხარჯის გაანგარიშება.
4. ინვესტორების მოძიება რესურსების მოსაზიდად.
საპილოტე პროექტის შედეგების გაანალიზების შემდეგ მიიღება გადაწყვეტილება ახალი სამედიცინო მომსახურების დანერგვის შესაძლებლობის შესახებ. გადაწყვეტი¬ლების საბოლოოდ მიღებამდე აუცილებელია მაღალტექნოლოგიური მომსახურების მახა¬სიათებ¬ლებისა და თვისებების შესწავლა. ამას წინ უსწრებს მედიცინის შესაბამის სფეროში მეცნიერულ-პრაქტიკული კვლევების ანალიზი და სამედიცინო დაწესებუ¬ლების შესაძ¬ლებ¬ლობების შეფასება. დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებელთა სტრუქტურის ანალიზის შედეგებს. მიზანშეწონილია მომხმარებელთა არჩევითი გამოკით¬ხ¬ვა, სპეცია¬ლისტებისგან ექსპერტთა ჯგუფის შექმნა, ასევე სხვა გადა¬წყვეტილების მისაღებად აუცი¬ლებელი ინფორ¬მაციის დაგროვე¬ბისთვის აუციულებელი ღონისძიებები. ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანია ფასის პროგნოზირება, ვინაიდან ეს დიდწილად განაპირობებს მოსახლეობისთვის მომსახურების ხელმისაწვდომო¬ბ¬ას. ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ გადაწყვეწტი¬ლების შემუშავებისა და მიღების დროს ფართოდ გამოიყენება მათემატი¬კური და სტატისტიკური მეთოდები.
ახალი ტექნოლოგიის დანერგვის შესახებ გადაწყვეტილების რეალიზაციისთვის ("დ" ეტაპი) ადგენენ ბიზნესგეგმას (ნახაზი 2).

 

 ნახაზი 2. ბიზნეს გეგმის სქემა.

მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურების რეგიონულ სამომხმარებლო ბაზარზე გავლენას ახდენს:
 რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობა (რეგიონის ბიუჯეტის შესაძლებლობები, სხვა ფონდების არსებობა, ნებაყოფლო¬ბითი სამედიცინო დაზღვევის სისტემის განვითარება);
 რეგიონის დემოგრაფიული და გეოგრაფიული თავისებურებები;
 სხვა სამედიცინო ცენტრების სიახლოვე, სადაც ასევე მაღალ¬ტექ¬ნოლოგიურ მომსახუ¬რებას სთავაზობენ მოქალაქეებს;
 მაღალტექნოლოგიური მომსახურების შესახებ აუცილებელი ინფორმაციის ფლობა;
 სპეციალისტების მომზადება და კვალიფიკაცია;
 სხვა ფაქტორები.
ყოველივე ზემოთქმულის შეჯამებისას უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვაში ტექნო¬ლოგიური ინოვაცია წარმოადგენს დიაგნოსტი¬კ¬ის, საინფორმაციო, მექანიკური, ფიზი¬კური, ქიმიური (მედიკამენტოზუ¬რ¬ის ჩათვლით), ბიოლოგიური მეთოდებისა და ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის ხერხების ერთობლიობას.

გამოყენებული ლიტერატურა

1. კიწმარიშვილი ქ. ინოვაციური მენეჯმენტი. "ბეჭდვის სამყარო". თბილისი, 2016.
2. აბრალავა ა., გვაჯაია ლ., ქუთათელაძე რ., საინოვაციო მენეჯმენტი, თბ., 2015.
3. Инновационный менеджмент, под ред. С. Ильенковой, М., 2014.
4. http: //www.russba.ru/

 


[1] saqarTvelos jandacvis sistemis efeqtianobis Sefaseba, mokle angariSi, Tb., 2009, gv. 10.